ფეხბურთი

12:43 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სირიგუმ “შახტართან” თამაშზე უარი თქვა

საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” იტალიელმა მეკარემ სალვატორე სირიგუმ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “ეკიპი” წერს, რის მიზეზადაც სირიგუს მხრიდან ზამთარში გუნდის გამოცვლის სურვილს ასახელებს.

საქმე ისაა, რომ სირიგუს მიმართ ინტერესს იტალიური “რომა” იჩენს, რომელიც ასევე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და სალვატორეს “შახტართან” რომ ეთამაშა, მიმდინარე სეზონში ლიგაზე სხვა გუნდის შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებდა.

მოგეხსენებათ, სირიგუ პსჟ-ს ძირითად მეკარედ მიიჩნეოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი ადგილი ფრანკფურტის “აინტრახტიდან” ნაყიდმა გერმანელმა მეკარემ, კევინ ტრაპმა დაიკავა. შესაბამისად, იტალიის ნაკრების მეორე მეკარე სათადარიგო კიპერად იქცა და წლეულს ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130983