ფეხბურთი

10:35 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლის” რეკორდი ევროპის ლიგაზე

იტალიურმა “ნაპოლიმ” ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში “ლეგია” 5:2 გაანადგურა და ტურნირზე შედეგიანობის ახალი რეკორდი დაამყარა.

ამრიგად, მაურიციო სარის შეგირდებმა 6 მატჩში 22 გოლი გაიტანეს, რაც ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ავსტრიულ “ზალცბურგს” ეკუთვნოდა, რომელმაც გასულ სეზონში 21 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, “ნაპოლი” პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით გადალახა.

“ფენერბახჩეს” ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ფრეც ეყო. საქმე ისაა, რომ ნორვეგიული “მიოლდე”, რომელსაც პლეი ოფში გასვლა უკვე დაბევებული ჰქონდა, ამსტერდამში “აიაქსს” არ დანებდა, ასეთ პირობებში კი, თურქებისთვის “სელტიკის” ვერდამარცხება პრობლემა აღარ იყო.

B ჯგუფში “სიონს” და “ლივერპულს” ფრედ რომ ეთამაშათ, ყაზანის “რუბინს” მათემატიკური შანსიც აღარ რჩებოდა და ლიდერებმა დაგეგმილი ამოცანა წარმატებით გადაჭრეს, მაგრამ პარალელურ მატჩში ვერც “რუბინმა” მოიგო. ასეთ შემთხვევაში მათთვის მეორე მატჩის შედეგი აზრს კარგავდა.

C ჯგუფში სენსაცია დაფიქსირდა და “პაოკმა” “დორტმუნდს” სტუმრად აჯობა, მაგრამ ამით პლეი ოფის საგზური ვერ წაართვა. “კრასნოდარმა” “გაბალას” აზერბაიჯანში დიდი ანგარიშით სძლია, მეტოქის მარცხით ისარგებლა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

“ნაპოლის” წარმატებაზე უკვე ვწერდით, რომელიც სარეზერვო შემადგენლობითაც შეუჩერებელია. D ჯგუფიდან მეორე გამსვლელი გუნდი დანიაში ირკვეოდა, მაგრამ “ბრიუგემ” “მიდტიულანდის” დამარცხება ვერ შეძლო, ასე კი, 1/16-ფინალში დანიელები გავიდნენ. თამაშში ორივე გუნდმა ჯამში სულ 4-ჯერ დაარტყა კარის ჩარჩოში და სიზუსტეს რომ არ დაეღალატებინა, ბელგიელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჰქონდათ.

E ჯგუფი სატურნირო მოტივაციის გარეშე იყო დარჩენილი და “პლზენმა” და “ვილიარეალმა” მაყურებელს 6 გოლი შესთავაზეს. ჩეხები 90-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ დამატებულ წუთებზე მე-3 გოლი გაუშვეს, თუმცა, ამით გულნატკენი არავინ დარჩენილა.

F ჯგუფში “სლოვანისა” და “მარსელის” შეხვედრა წყვეტდა ვინ გავიდოდა მათგან პლეი ოფში. წყვილში ფავორიტები ფრანგები იყვნენ და მათ ეს ფავორიტობა პირველსავე ტაიმში გაიმყარეს, როდესაც 2 გოლი გაიტანეს. შეხვედრა რომ განახლდა “მარსელმა” მესამეც გაიტანა, მაგრამ “სლოვანმა” შეძლო თამაშში დაბრუნება. 2 წუთში გატანილმა 2-მა გოლმა მასპინძლებს იმედები ჩაუსახა, თუმცა ბოლო გოლი კვლავ მათ გაუშვეს.

“სენტ-ეტიენი” და “ლაციო” მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს და პლეი ოფშიც მეგობრულად გავიდნენ. H ჯგუფში დაძაბული სიტუაცია იყო. პლეი ოფში გასვლის შანსს ერთბაშად სამი გუნდი ინარჩუნებდა. მოსკოვის “ლოკომოტივმა” აუტსაიდერ “სკენდერბუს” ალბანეთში პირველი გოლი მალევე გაუტანა, მაგრამ მერე დიდხანს მოუწია ნერვიულობა და მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო მეტოქის კარის კიდევ ორჯერ დალაშქვრა. ლისაბონში უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ “ბეშიქთაში” გომესის გოლით დაწინაურდა და რადგან ფრეც აძლევდა ხელს, პლეი ოფთან ძალიან ახლოს იყო. მაგრამ ამ გოლმა თამაში გახსნა, “სპორტინმა” 10 წუთის ინტერვალში 3 გოლი გაუტანა და პლეი ოფის საგზური ცხვირწინ ააცალა.

I ჯგუფში ფავორიტებმა “ფიორენტინამ” და “ბაზელმა” მშვიდად მოიგეს და 1/16-ფინალში ითამაშებენ. J ჯგუფშიც ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. “ანდერლეხტმა” “ყარაბაღისგან” პირველმა გაუშვა გოლი, მაგრამ 5 წუთში უკვე 2:1 იგებდა და მერე მთელი საათი აღარაფერი შეცვლილა. ეგეც რომ არა, “ტოტენჰემმა” “მონაკო” 4:1 გაანადგურა და ფრანგები უშანსოდ დატოვა. მატჩში ლამელამ პირველსავე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

K ჯგუფში ბოლო ტურამდეც ყველაფერი გარკვეული იყო და ლიდერებმა მაინც მშვიდად იმარჯვეს. L ჯგუფში “ბილბაოს” თავისი განაღდებული ჰქონდა, აი მეორე მატჩში კი, “პარტიზანს” ბელგრადში “აუგსბურგთან” 2 ბურთის სხვაობით არ უნდა წაეგო და თასისთვის ბრძოლაში დარჩებოდა. სერბებმა ანგარიშიც გახსნეს, მაგრამ გერმანელებს სხვა გეგმები ჰქონდათ. მათ წინასწორობა პირველი ტაიმის მიწურულს აღადგინეს და მეორის დასაწყისში დაწინაურდნენ. “პარტიზანს” ეს შედეგიც აძლევდა ხელს, მაგრამ 89-ე წუთზე ბობადილიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და “აუგსბურგი” ევროთასებზე გაზაფხულზეც იქნება.

ევროპის ლიგა. 2015/2016 წლები. VI ტური

A ჯგუფი

ფენერბახჩე (თურქეთი) - სელტიკი (შოტლანდია) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მარკოვიჩი (39), 1:1 ქომონსი (75)

გაფრთხილება: დიეგო (5), ბა (51) - იოჰანსენი (5), ბოიატა (83), ტიერნეი (90), ლუსტიგი (90+4)

გაძევება: დიეგო (67)

აიაქსი (ჰოლანდია) - მიოლდე (ნორვეგია) 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ვან დე ნეკი (14), 1:1 სინგი (29)

გაფრთხილება: გუდელი (62, 90), მილიკი (70), კლაასენი (70), რიედევალდი (90+4) - გულბრანდსენი (90+3)

გაძევება: გუდელი (90)

1.

მიოლდე

6

3

2

1

10:7

11

2.

ფენერბახჩე

6

2

3

1

7:6

9

3.

აიაქსი

6

1

4

1

6:6

7

4.

სელტიკი

6

0

3

3

8:12

3

B ჯგუფი

ბორდო (საფრანგეთი) - რუბინი (რუსეთი) 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კანუნიკოვი (31), 1:1 ლაბორდე (58), 2:1 როლანი (63), 2:2 უსტინოვი (76)

გაფრთხილება: ჟილბერტი (30, 86), იამბერე (61) - კუზმინი (39), ნაბიულინი (54)

გაძევება: ჟილბერტი (86)

სიონი (შვეიცარია) - ლივერპული (ინგლისი) 0:0 (0:0)

გაფრთხილება: ასიფუა (34), კოუასი (52) - კლეინი (82)

1.

ლივერპული

6

2

4

0

6:4

10

2.

სიონი

6

2

3

1

5:5

9

3.

რუბინი

6

1

3

2

6:6

6

4.

ბორდო

6

0

4

2

5:7

4

C ჯგუფი

გაბალა (აზერბაიჯანი) - კრასნოდარი (რუსეთი) 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 სიგურდსონი (26), 0:2 პერეირა (41), 0:3 (ვანდერსონი 75)

გაფრთხილება: დოდო (25) - კაბორე (9)

დორტმუნდი (გერმანია) - პაოკი (საბერძნეთი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მაკი (33)

გაფრთხილება: იანუზაი (43) - კონსტანტინიდისი (36)

1.

კრასნოდარი

6

4

1

1

9:4

13

2.

დორტმუნდი

6

3

1

2

10:5

10

3.

პაოკი

6

1

4

1

3:3

7

4.

გაბალა

6

0

2

4

2:12

2

D ჯგუფი

მიდტიულანდი (დანია) - ბრიუგე (ბელგია) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სისტო (27), 1:1 ვოსენი (68)

გაფრთხილება: რომერი (52), პოულსენი (87), ანდერსენი (90+3) - ვაზქესი (56), ვოსენი (67)

ნაპოლი (იტალია) - ლეგია (პოლონეთი) 5:2 (2:0)

გოლები: 1:0 ჩალობაჰი (32), 2:0 ინსიგნე (39), 3:0 კალეხონი (57), 3:1 ვრანჯესი (62), 4:1 მერტენსი (65), 5:1 მერტენსი (90+1), 5:2 პრიჟოვიჩი (90+2)

გაფრთხილება: სტრინიჩი (55), ჩალობაჰი (89)

1.

ნაპოლი

6

6

0

0

22:3

18

2.

მიდტიულანდი

6

2

1

3

6:12

7

3.

ბრიუგე

6

1

2

3

4:11

5

4.

ლეგია

6

1

1

4

4:10

4

E ჯგუფი

რაპიდი (ავსტრია) - დინამო (მინსკი, ბელარუსი) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰოფმანი (29), 2:0 ჟელიკი (59), 2:1 ელ-მონირი (65)

21-ე წუთზე ჰოფმანმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

გაფრთხილება: აუერი (56)

პლზენი (ჩეხეთი) - ვილიარეალი (ესპანეთი) 3:3 (1:1)

გოლები: 1:0 კოლარი (8), 1:1 ბალამბუ (40), 1:2 დოს სანტოსი (62), 2:2 კოვარიკი (65), 3:2 ჰორავა (90), 3:3 ბრუნო (90+4)

გაფრთხილება: მატეუ (35), კიჩერა (77), მაჰმუტოვიჩი (83) - ჯოკიჩი (8)

1.

რაპიდი

6

5

0

1

10:6

15

2.

ვილიარეალი

6

4

1

1

12:6

13

3.

პლზენი

6

1

1

4

8:10

4

4.

დინამო მინსკი

6

1

0

5

3:11

3

F ჯგუფი

ლიბერეცი (ჩეხეთი) - მარსელი (საფრანგეთი) 2:4 (0:2)

გოლები: 0:1 ბატშუა (14), 0:2 ნკოუდოუ (43), 0:3 ბარადა (48), 1:3 ბაკოსი (75), 2:3 სურალი (76), 2:4 ოკამპოსი (90+4)

გაფრთხილება: ბაკოსი (27), პაველკა (35), ეფრემოვი (81), ბარტოსაკი (84) - მანდანდა (27), კაბელა (28), ბატშუა (29), ნკოულოუ (74), რომაო (87)

გრონინგენი (ჰოლანდია) - ბრაგა (პორტუგალია) 0:0 (0:0)

გაფრთხილება: გოიანო (58), ლუიზი (71)

1.

ბრაგა

6

4

1

1

7:4

13

2.

მარსელი

6

4

0

2

12:7

12

3.

ლიბერეცი

6

2

1

3

6:8

7

4.

გრონინგენი

6

0

2

4

2:8

2

G ჯგუფი

დნიპრო (უკრაინა) - როსენბორგი (ნორვეგია) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მათეუსი (35), 2:0 მათეუსი (60), 3:0 შახოვი (79)

მე-12 წუთზე ჰელანდმა (რუსენბორგი) ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი

გაფრთხილება: გუეიე (11), შახოვი (37), გოლოვსკი (62) - დე ლანლაი (15), სკელვიკი (52), იენსენი (70)

სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - ლაციო (იტალია) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 მატრი (52), 1:1 ეისერისი (76)

გაფრთხილება: ბრისონი (42) - ჰოედტი (5), მაურისიო (33), კატალდი (73)

1.

ლაციო

6

4

2

0

13:6

14

2.

სენტ-ეტიენი

6

2

3

1

10:7

9

3.

დნიპრო

6

2

1

3

6:8

7

4.

როსენბორგი

6

0

2

4

4:12

2

H ჯგუფი

სპორტინგი (პორტუგალია) - ბეშიქთაში (თურქეთი) 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 გომესი (58), 1:1 სლიმანი (67), 2:1 რუიზი (72), 3:1 გუტიერესი (77)

გაფრთხილება: კარვალიო (18), სილვა (49), გუტიერესი (79), მარიო (90+2), ოლივეირა (90+2) - კუარეჟმა (28)

სკენდერბუ (ალბანეთი) - ლოკომოტივი (მოსკოვი, რუსრთი) 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ტარასოვი (18), 0:2 ნიასე (89), 0:3 სამედოვი (90+1)

გაფრთხილება: ოლაინკა (33) - შიშკინი (5), სამედოვი (36), ტარასოვი (51), ნიასე (77)

1.

ლოკომოტივი მოსკოვი

6

3

2

1

12:7

11

2.

სპორტინგი

6

3

1

2

14:11

10

3.

ბეშიქთაში

6

2

3

1

7:6

9

4.

სკანდერბუ

6

1

0

5

4:13

3

I ჯგუფი

ფიორენტინა (იტალია) - ბელენენსეში (პორტუგალია) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბაბაკარი (67)

გაფრთხილება: როსი (70) - აფონსო (65), სტურგეონი (69), დიასი (90+4)

ლეხი (პოლონეთი) - ბაზელი (შვეიცარია) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბოეტიუსი (50)

გაფრთხილება: ელნენი (63)

1.

ბაზელი

6

4

1

1

10:5

13

2.

ფიორენტინა

6

3

1

2

11:6

10

3.

ლეხი

6

1

2

3

2:6

5

4.

ბელენენსეში

6

1

2

3

2:8

5

J ჯგუფი

ანდერლეხტი (ბელგია) - ყარაბაღი (აზერბაიჯანი) 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 ქუინტანა (26), 1:1 ნაჯარი (28), 2:1 ოკაკა (31)

გაფრთხილება: ლუკებაკიო (70) - არმენტეროსი (35), ქუინტანა (48), რიჩარდი (51), მიჩელი (81)

ტოტენჰემი (ინგლისი) - მონაკო (საფრანგეთი) 4:1 (3:0)

გოლები: 1:0 ლამელა (2), 2:0 ლამელა (15), 3:0 ლამელა (38), 3:1 ელ შაარავი (61), 4:1 კაროლი (78)

გაფრთხილება: ბენტალები (50) - ვალასე (36), ტულალანი (74), დირარი (74)

1.

ტოტენჰემი

6

4

1

1

12:6

13

2.

ანდერლეხტი

6

3

1

2

8:6

10

3.

მონაკო

6

1

3

2

5:9

6

4.

ყარაბაღი

6

1

1

4

4:8

4

K ჯგუფი

აპოელი (კვიპროსი) - სპარტა (ჩეხეთი) 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 კავენაგი (6), 1:1 ჯულისი (63), 1:2 ლაფატა (77), 1:3 ლაფატა (87)

გაფრთხილება: ვანდერი (33), ეფრემი (65) - ვაჩა (33), ბრადეცი (52), ფრუდეკი (73)

ასტერასი (საბერძნეთი) - შალკე (გერმანია) 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 დი სანტო (29), 0:2 ჩუპო-მოტინგი (37), 0:3 ჩუპო-მოტინგი (78), 0:4 მეიერი (86)

გაფრთხილება: ჩუპო-მოტინგი (23), ჰოჯბერგი (85)

1.

შალკე

6

4

2

0

15:3

14

2.

სპარტა

6

3

3

0

10:5

12

3.

ასტერასი

6

1

1

4

4:12

4

4.

აპოელი

6

1

0

5

3:12

3

L ჯგუფი

პარტიზანი (სერნეთი) - აუგსბურგი (გერმანია) 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ოუმარო (11), 1:1 ჰონგ იეონგ-ჰო (45+2), 1:2 ვერაეგი (51), 1:3 ბობადილა (89)

გაფრთხილება: ნინკოვიჩი (36), ჟივკოვიჩი (45+1, 81) - ბობადილა (90)

გაძევება: ჟივკოვიჩი (81)

ბილბაო (ესპანეთი) - ალკმაარი (ჰოლანდია) 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ვან ოვერეემი (26), 1:1 სოლა (43), 2:1 სან ხოსე (47), 2:2 იანსენი (88)

გაფრთხილება: მერინო (77) - ჰაიე (55), გოუველეუვი (63)

1.

ბილბაო

6

4

1

1

16:8

13

2.

აუგსბურგი

6

3

0

3

12:11

9

3.

პარტიზანი

6

3

0

3

10:14

9

4.

ალკმაარი

6

1

1

4

8:13

4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112371