ფეხბურთი

16:26 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქუვეითის თასზე შეიხები და ფეხბურთელები მსაჯებს ფიზიკურად გაუწორდნენ (+VIDEO)

ქუვეითის თასზე”ალ ჯაჰრასა” და “ხაიტანს” შორის სამშაბათს გამართული დაპირისპირება შეიხებისა და მასპინძელთა ფეხბურთელების უმსგავსო საქციელის გამო ჩაიშალა.

ერთ-ერთ ეპიზოდში “ალ ჯაჰრას” მეპატრონე შეიხები მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ, მოედანზე შეიჭრნენ და მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ინციდენტი მე-13 წუთზე მოხდა. პოლიციამ სიტუაციის დაწყნარება მოახერხა და მატჩი გაგრძელდა, თუმცა 6 წუთში შეიხებს მასპინძელთა ფეხბურთელებმაც მიბაძეს, მსაჯის გადაწყვეტილებაზე გაბრაზდნენ და აგრესიული ქმედებებით გამოირჩნენ. მოთამაშეებს შეიხებიც არ ჩამორჩნენ და არბიტრებს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ალ ჰაჯრას” ავტომატური წაგება ჩაეთვლება და მკაცრი სასჯელი არ ასცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111627