ფეხბურთი

18:23 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ახალკაცი პსჟ-"შახტარის" დელეგატი იქნება

უეფამ ნოდარ ახალკაცი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დღევანდელ მატჩზე (პსჟ-"შახტარი") დელეგატად მიავლინა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ადრეც არაერთხელ ყოფილა დელეგატი საერთაშორისო მატჩებზე.

შეგახსენებთ, ახალკაცი 2005-2009 წლებში გახლდათ სფფ-ის პრეზიდენტი. მისი მუშაობის პერიოდში ეროვნულ ნაკრებს სხვადასხვა დროს წვრთნიდნენ გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიოლერი, პეტარ სეგრტი და ექტორ კუპერი.

0.107356