ფეხბურთი

12:02 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრედენდენტი კატალონიის “ბარსელონაა”. ამის შესახებ ბუფონმა “სევილიასთან” დღეს გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ბუფონმა რამდენიმე საინტერესო საკითხზეც ისაუბრა. მათ შორის თავისი გუნდის სიძლიერეზე და დღევანდელ მატჩზე.

- რამდენიმე წლის წინ თქვენ სევილიაში უკვე იყავით. როგორ თამაშს ელოდებით ამჯერად?

- პირველ ყოვლისა უკეთეს ნიადაგს. მაშინ ფეხბურთი პლაჟზე ვითამაშე, ამჯერად კი მინდორზე მომიწევს. “სევილიას” პატივს ვცემთ, რადგან ევროპულ ასპარეზზე არნახულ წარმატებას მიაღწია. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს პირველ ადგილზე გავიდეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ.

- “იუვენტუსს” შეუძლია ყველასთან ერთ დონეზე თამაში?

- დიახ, ნამდვილ “იუვეს” შეუძლია. ასეთი მენტალიტეტის მქონე “იუვენტუსს” ნამდვილად ძალუძს ნებისმიერ გუნდთან თამაში, რაც გასულ სეზონშიც დავამტკიცეთ. ვფიქრობ, ძლიერი გუნდი ვართ, როდესაც “მანჩესტერ სიტის” სტუმრად ამარცხებ, როცა “სევილიას” უშანსოდ უგებ, ე.ი. ძლიერი ხარ. ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ.

- ალეგრის ევროპაში უკეთ გამოსდის გუნდის ათამაშება?

- აქ ვარ უკვე წლებია. მახსოვს, ეს გუნდი ევროპაში თავიდანვე გამარჯვების გზით დადიოდა. პირველ წელს ფინალი წავაგე მანჩესტერში”.

- ესაუბრეთ ფერნანდო ლორენტეს? – მას აქ გარკვეული პრობლემები აქვს...

- ფერნანდო არის ბიჭი, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენთვის ბევრი გააკეთა ყოველმხრივ. მან დაგვიტოვა კარგი მოგონებები, თავისი გოლებით გუნდს ყოველთვის ეხმარებოდა გამარჯვებაში”.

- როგორ ფიქრობთ, დღეს არიან გუნდები, რომელთაც “იუვენტუსის” ეშინიათ?

- არ ვიცი, მე არ ვცხოვრობ სხვა გუნდების გასახდელში. “ლაციოსთან” თამაშის შემდეგ სატურნირო ცხრილში ისევ მეხუთე ადგილზე დავრჩით. ჩვენ გვინდა, რომ აღებული კურსი გავაგრძელოთ.

- რომელი გუნდია ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი?

- ამ დროისთვის ყველაზე საიმედო “ბარსელონაა”. გასულ სეზონში დეკემბრამდე “ბარსა” ვერ იყო დამაჯერებელი, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიოონი გახდა. იმ დროისთვის კი მთავარ ფავორიტებად “რეალი” და “ბაიერნი” მიიჩნეოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგა 10-თვიანი ტურნირია და ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს.

რეალი   8 - 0    მალმიო

შემადგენლობა

მოვლენები

პსჟ   2 - 0    შახტარი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   3 - 2    მანჩესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

პსვ   2 - 1    ცსკა

შემადგენლობა

მოვლენები

გალათასარაი   1 - 1    ასტანა

შემადგენლობა

მოვლენები

ბენფიკა   1 - 2    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   1 - 0    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

სიტი   4 - 2    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   1 - 1    ბარსელონა

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   0 - 0    ბატე

შემადგენლობა

მოვლენები

ოლიმპიაკოსი   0 - 3    არსენალი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო   0 - 2    ბაიერნი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო   1 - 0    მაკაბი თ. ა.

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   2 - 0    პორტუ

შემადგენლობა

მოვლენები

გენტი   2 - 1    ზენიტი

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   0 - 2    ლიონი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.246327