ჩოგბურთი

14:20 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას ორმაგი წარუმატებლობა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ეგვიპტის ქალაქ ქაიროში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ერთბაშად 2 ტიტულისთვის იბრძოდა, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.

წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი შაფათავა და სლოვაკი მიკაელა ჰონჩოვა მე-4 რეიტინგის მქონე ავსტრიულ-რუმინულ დუეტს (გრაბჰერი-მიჰაილა) გაეჯიბრნენ და 3:6, 1:6 წააგეს.

ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული შაფათავა მე-3 რეიტინგის მქონე უნგრელ ნაომი ტოტკასთან 2:6-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096046