ფეხბურთი

1:43 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" მოგება გაიხსენა (+VIDEO)

გელზენკირხენის “შალკემ” შანსი გამოიყენა და ოთხეულს ერთ ნაჯიზე დაუახლოვდა. “ხუმარებმა” ბუნდესლიგის XV ტურის სასტარტო მატჩში საკუთარ მოედანზე “ჰანოვერს” დამაჯერებლად აჯობეს, რითაც ხუთ თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და მთავარი მწვრთნელი ანდრე ბრეიტენრეიტერი უმუშევრობისგანაც იხსნეს.

“ველტინს არენაზე” გამართულ მატჩში მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში, რომელიც საბოლოოდ დაფიქსირდა, ადვილი შესაძლებელი იყო გაცილებით სოლიდური ყოფილიყო, მაგრამ “შალკეს” ფეხბურთელები გადამწყვეტ მომენტებში ბევრს სცოდავდნენ. სწორედ ამიტომაც იყო, რომ პირველმა 45 წუთმა უგოლოდ ჩაიარა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი ახალი განახლებული გახლდათ, როცა იოჰანეს გეისმა თერთმეტრიანი გაიტანა და თავისიანები წინ გაიყვანა. მერე ჰოლანდიელმა კლაას იან ჰუნტელაარმაც შეაგდო და, - 2:0. მართალია “ჰანოვერმა” ბოლოსკენ გაბრძოლება სცადა და ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ცოტა ხანში შეცვლაზე შესულმა ფრანკო დი სანტომ სტატუსქვო აღადგინა – 3:1.

“შალკეს” 24 ქულა დაუგროვდა და მინიმუმ შაბათ საღამომდე მეოთხე ადგილზე იქნება, ხოლო “ჰანოვერი” გასავარდნი ზონისკენ მეთოდურად მიექანება.

“შალკე” – “ჰანოვერი” 3:1 (0:0) (მიმოხილვა)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 61 229

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; რეიტერი, მატიპი, ჰიოვედესი, აოგო; გეისი (კოლასინაჩი 88), გორეცკა; სანე, მეიერი (ჰოიბერგი 78), ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი (დი სანტო 78)

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; სორგი, შულცი, მარსელო, ალბორნოზი; ანდრეასენი (პრიბი 77), გულსელამი; სანე, შმიედებახი (მაქსიმი 62), კარამანი; სობიეხი (ბენშოპი 17)

მწვრთნელი: ფრონტზეკი

გოლები: 1:0 გეისი (51, პენ), 2:0 ჰუნტელაარი (73), 2:1 მაქსიმი (81), 3:1 დი სანტო (82)

გაფრთხილება: რეიტერი (9) – მარსელო (51)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (8) – 7 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: შტარკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153355