ფეხბურთი

19:49 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რეალი” ესპანეთის თასიდან მოკვეთეს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ფრანცისკო რუბიო სანჩესის გადაწყვეტილებით მადრიდის “რეალი” ესპანეთის თასიდან მოკვეთეს.

როგორც იცით, რაფაელ ბენიტესმა “კადისთან” მოგებულ შეხვედრაში დენის ჩერიშევი ათამაშა, რომელსაც გასული სეზონიდან დისკვალიფიკაცია გამოჰყვა და აღნიშნულ მატჩში ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ დენისმა შეხვედრის მე-3 წუთზე გოლიც გაიტანა და შეხვედრის მიმდინარეობაზე უშუალო გავლენა მოახდინა.

“რეალის” იურისტების განცხადებით, “ბლანკოსი” ჩერიშევის ყოფილი კლუბისგან, “ვილიარეალისგან” ინფორმირებული არ იყო რუსი მოთამაშის დისკვალიფიკაციაზე. თუმცა, ვალენსიურმა კლუბმა დოკუმენტაცია წარადგინა, რომელმაც ცხადჰყო, რომ “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” საჭირო ინფორმაცია ზაფხულშივე მიაწოდეს “სამეფო კლუბს”.

როგორც ცნობილია, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118286