ფეხბურთი

23:40 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კომანი რიბერობას ეშურება

მიუნხენის “ბაიერნის” 19 წლის თავდამსხმელ კინგსლი კომანს თანამემამულე ფრანკ რიბერის შეცვლა სურს. ამის შესახებ ნიჭიერმა შემტევმა გერმანულ გამოცემა “ბილდს” განუცხადა.

“მე თავდამსხმელი ვარ და ამ პოზიციაზე თავს ყველაზე უკეთ ვგრძნობ. მინდა ახალი ფრანკ რიბერი გავხდე და ამისათვის ბევრი უნდა ვიშრომო”, - თქვა კომანმა.

შეგახსენებთ, კომანი ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაა და “ბაიერნში” გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარით გადაბარგდა. ტურინული გრანდისგან განსხვავებით, მიუნხენში თავი უკეთ წარმოაჩინა და ბუნდესლიგის 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ერთხელ კი თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა. “ბაიერნს” ფრანგი ფეხბურთელის გამოსყიდვა 21 მილიონ ევროდ შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103496