ფეხბურთი

20:45 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კადისმა” “რეალს” უჩივლა

მესამე დივიზიონის ბინადარმა “კადისმა” ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. აღნიშნული ინფორმაცია ქვედა ლიგური კლუბის პრეზიდენტმა მანუელ ვიზცაინომ დაადასტურა.

გუშინ, ესპანეთის თასის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი რაუდის მატჩში “ბლანკოსმა” გასვლაზე 3:1 სძლია “კადისს”, თუმცა შესაძლოა ეს გამარჯვება “სამეფო კლუბისთვის” არაფრის მომცემი გამოდგეს, რადგანაც მადრიდელთა შემადგენლობაში დენის ჩერიშევი გამოჩნდა, რომელსაც გასული სეზონიდან დისკვალიფიკაცია გამოჰყვა და აღნიშნულ მატჩში თამაშის უფლება არ ჰქონდა. მადრიდულ გრანდში სერიოზული შეცდომა მოუვიდათ, ეს ინფორმაცია გაეპარათ და დენისი მიმდინარე სეზონში ძირითადში პირველად გამოჩნდა, რაც მან გატანილი გოლით აღნიშნა.

მას შემდეგ, რაც “რეალმა” ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე შეიტყო, ის მოედნიდან გაყვანილი იქნა, თუმცა ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რადგანაც შეხვედრის ოქმში ჩაიწერა, რომ “ბლანკოსმა” დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ათამაშა.

“კადისის” პრეზიდენტის თქმით, “რეალმა” გათამაშების წესები უხეშად დააღვია და შემდეგ ეტაპზე მისი კლუბი უნდა დაუშვან.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “კადისის” საჩივარი უკვე მიიღო და “რეალის” იურისტების წარმოდგენილ არგუმენტებს ელოდება.

მოსამართლე ფრანცისკო რუბიო სანჩესი განაჩენს ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე გამოიტანს.

სტატისტიკა
0.266815