ფეხბურთი

11:39 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი “ვილანოვენსესთან” არ ითამაშებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი სამეფო თასის მე-16-ფინალში “ვილანოვენსესთან” მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

სამხრეთამერიკელმა “ბლაუგრანას” ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო და შესაბამისად ლუის ენრიკე მესის მომდევნო შეხვედრაში ვერ გამოიყენებს.

პირველი მატჩი აღნიშნულ გუნდებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 2 ნოემბერს, “კამპ ნოუზე” 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1161