ფეხბურთი

9:40 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეუცვლელი მიულერი

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორის მატიას ზამერის განცხადებით, ლონდონის “ჩელსის” სამიზნე თომას მიულერი გერმანული გრანდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.

ბრიტანული მედიის ცნობით, ჟოზე მოურინიოს დიეგო კოშტას სანაცვლოდ გუნდში თომას მიულერის მიყვანა სურს.

“მიულერი “ბაიერნის” სახეა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდში და კლუბისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.” – განაცხადა ზამერმა.

მიმდინარე სეზონში გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა საკლუბო ტურნირებზე ჯამში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2015/16 წლების სეზონში 55-დან 75 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105477