ფეხბურთი

13:48 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი დაშავდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველი დანიელ კარვახალი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურში “ეიბართან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა.

Marca-ს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელს კუნთების გადაღლა აწუხებს და 85-ე წუთზე კარიმ ბენზემამ ამის გამო შეცვალა.

ვარაუდობენ, რომ კარვახალი 3 დეკემბერს ესპანეთის თასზე “კადისთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს. სამაგიეროდ, შაბათს პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში “ხეტაფესთან” სათამაშოდ მზად უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060033