ფეხბურთი

0:16 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" "ბაიერნის" დევნას ცდილობს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურის შემდეგ “დორტმუნდმა” “ბაიერნს” კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა. “რეკორდმაისტერის” გუშინდელ მოგებას, “ბორუსიამაც” სამი ქულით უპასუხა. ტომას ტუხელის ბიჭებმა “შტუტგარტი” ადვილად დაამარცხეს. ისევ ჩინებულად გაისარჯა “ყვითლების” გაბონელი ბომბარდირი პიერ ობამეიანგი, ვინაც “შვაბთა” კარი ორჯერ აიღო. საერთოდ, “შტუტგარტს” ახალი მწვრთნელი იურგენ კრამნიც ვეღარ შველის, რომელსაც დღეს დებიუტი ჩაუშხამდა. “დორტმუნდი” კი “ბაიერნს” 8 ქულამდე მიუახლოვდა, მაგრამ საჩემპიონო შანსი მაინც მიზერულად მოსჩანს.

როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და კარგი სანახავი გამოდგა “ლევერკუზენისა” და “შალკეს” თამაში. “ბაი არენაზე” პირველმა 45 წუთმა უგოლოდ განვლო, მეორეში კი წინ “ხუმარები” გავიდნენ და 3 ქულის მოპოვებასთან ერთობ ახლოს იყვნენ, მაგრამ 85-ე წუთზე რეიტერს კარი აერია და ავტოგოლი მიითვალა, რითაც როჯერ შმიდტის სკამი გადაარჩინა. ისე, ვინ იცის, როდემდე... “ბაიერი” წლეულს თავის თავს ნაკლებად ჰგავს და მეტად არადამაჯერებლად თამაშობს.

შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი “ვოლფსბურგი” კი აუტსაიდერ “აუგსბურგს” ეექვია და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ითვლებოდა შინ მხოლოდ ქულა წაიღო – 0:0. მატჩის ბოლოსკენ “მგლებს” ბრაზილიელი დანტე გაუგდეს და საბოლოო ჯამში დიტერ ჰეკინგი ქულითაც კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო.

“დორტმუნდი” – “შტუტგარტი” 4:1 (2:1)(მიმოხილვა)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 359

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბენდერი, შმელცერი; გუნდოგანი (რამოსი 89), კასტრო, კაგავა (ვეიგლი 60); მხითარიანი, ობამეიანგი, როისი (ჰუმელსი 80)

მწვრთნელი: ტუხელი

“შტუტგარტი” (4-2-3-1): ტიტონი; ნიედერმაიერი, შვააბი, ბაუმგარტლი, ინსუა; რუპი (ვანიტზეკი 86), დიდავი; კოსტიჩი, გენტნერი, მაქსიმი (მაქსიმი 70); ვერნერი (ტაშკი 82)

მწვრთნელი: კრამნი

გოლები: 1:0 კასტრო (3), 2:0 ობამეიანგი (19), 2:1 დიდავი (40), 3:1 ნიედერმაიერი (65, ა.გ), 4:1 ობამეიანგი (90)

გაფრთხილება: სოკრატისი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 8 (3) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 8:6

მსაჯი: გრაფე

“აუგსბურგი” – “ვოლფსბურგი” 0:0 (0:0)

აუგსბურგი, “ჭჭK არენა”

მაყურებელი: 27 081

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი; კორი (მორავეკი 86), ბაიერი; ეშვეინი (ტროხოვსკი 90), ჯა ჩოელი (ჯი დონგი 75), საიუბი; ბობადილია

მწვრთნელი: ვეინზიერლი

“ვოლფსბურგი” (4-4-2): ბენალიო; ტრაში, ნალდო, დანტე, შეფერი; ვიეირინია (იუნგი 88), გუილავოჯი, არნოლდი, შურლე; დოსტი (კალიჯური 64), კრუსე (კლოზე 87)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გაფრთხილება: ბობადილია (39), ჯა ჩოელი (53), საიუბი (60) – ნალდო (44), დანტე (65, 85), კალიჯური (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 17 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დინგერტი

“ლევერკუზენი” – “შალკე” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 30 210

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი, ტაჰი, ტოპრაკი, ბოენიში (ბენდელი 69); კამპლი, კრამერი, ბელარაბი, მეჰმედი (კისლინგი 57), ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 46), ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

“შალკე” (4-4-2): ფარმანი; რეიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო; სანე, გორეტცკა (კოლასინაჩი 78), ჰოიბერგი (ნოიშტადერი 83), ჩუპო მოტინგი; ჰუნტელაარი, მეიერი (დი სანტო 88)

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

გოლები: 0:1 ჩუპო მოტინგი (50), 1:1 რიეტერი (85, ა.გ)

გაფრთხილება: ტაჰი (8) – ჩუპო მოტინგი (38), გორეტცკა (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 8 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ფრიტცი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147082