ფეხბურთი

19:44 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომან ჭანტურია შედეგიანად თამაშს განაგრძობს

იტალიური “ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდში შედეგიანად თამაშს განაგრძობს 19 წლის ქართველი თავდამსხმელი რომან ჭანტურია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფორვარდმა პრიმავერას (ახალგაზრდული სერია A) X ტურში “ბარის” გაუტანა. მისმა გუნდმა შინ მეტოქე 3:1 დაამარცხა. ჭანტურია აღნიშნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია – 7 ჩატარებულ თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი და მეორე ადგილზე მყოფ “რომას” ნიგერიელ შემტევ სადიქ უმარს ორი ბურთით სჯაბნის.

“ემპოლი” 10 ტურის შემდეგ 21 ქულით პრიმავერას C ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113619