ფეხბურთი

19:29 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი მე-5 ტურში აღიარეს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქომაგთა 33%-მა ხმა სამხრეთამერიკელს მისცა. მეორე ადგილზე 27%-ით მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა.

მესიმ “რომასთან” მოგებულ (6:1) შეხვედრაში კარში 6-ჯერ დაარტყა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. არგენტინელი “ლას პალმასთან” სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველად გამოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134937