ფეხბურთი

17:40 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: “ბენიტესი რონალდუს უნდა შეეწყოს და არა – პირიქით”

“ლივერპულის” ყოფილი ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი “რეალის” “ბარსელონასთან” მარცხს (0:4) გამოეხმაურა. ინგლისელის განცხადებით, რაფაელ ბენიტესისთვის რთულია “სამეფო კლუბში” თავისი ფილოსოფიის გატარება, რადგან გუნდის თამაში კრიშტიანუ რონალდუზეა აგებული.

“ბენიტესი ინდივიდუალიზმის მოყვარული არაა. ესპანელისთვის გუნდურობაა მთავარი, მაშინ როცა “რეალი” რონალდუსა და სხვა ვარსკვლავებზეა აწყობილი. ბენიტესი მათ უნდა შეეწყოს და არა პირიქით.” – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს MARCA.

რაფაელ ბენიტესი “ლივერპულს” 2004 წლიდან 2010 წლამდე ედგა სათავეში და ჯერარდი ესპანელს კარგად იცნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110264