ფეხბურთი

10:32 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ტერის ტრავმას მინდორს აბრალებს

ლონდონის “ჩელსის” მცველმა ჯონ ტერიმ ჩემპიონთა ლიგაზე თელ ავივის “მაკაბისთან” სტუმრად მოგებულ (4:0) შეხვედრაში ფეხის ტრავმა მიიღო და შესაძლოა “ტოტენჰემთან” ვერ ითამაშოს.

მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ სტადიონის საფარი ცუდი და საშიში იყო. ისრაელში გამართული ვარჯიშისას ტრავმა მიიღო რამირესმაც და პორტუგალიელმა მინდვრის არასახარბიელო მდგომარეობა მატჩამდეც აღნიშნა.

“მშვენიერი სამედიცინო ჯგუფი მყავს. ჯონი არაჩვეულებრივი ბიჭია და დიდი სურვილი აქვს მალე გამოჯანმრთელდეს. მაგრამ არ მჯერა მან “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.” – განაცხადა მოურინიომ.

პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩში “ტოტენჰემი” შინ “ჩელსის” 29 ნოემბერს მიიღებს. ტერის კი ტრავმის მოსაშუშებლად რამდენიმე დღე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119849