ფეხბურთი

20:17 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს დი მარია დაუბრუნდა

“პარის სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა იმ 19 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც “მალმიოსთან” გასამართი საჩემპიონთალიგო მატჩისთვის მოემზადებიან.

პარიზელებს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ანხელ დი მარია დაუბრუნდათ, რომელმაც “ლორიანთან” მოგებული (2:1) შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

დანაკლისი კი პსჟ-ს სერიოზული აქვს. მარკო ვერატი, ხავიერ პასტორე, დავიდ ლუისი, ნიკოლას დუშე, სერჟ ორიე და ეზეკიელ ლავეცი ტრავმირებულნი არიან.

ლორან ბლანმა განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა:

მეკარეები: ტრაპი, სირიგუ, რემი დეშამი;
მცველები: ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კურზავა, ვან დერ ვილი, მაქსველი, კიმპემბე;
ნახევარმცველები: ტიაგო მოტა, მატუიდი, რაბიო, სტამბული, დი მარია, მოურა
თავდამსხმელები: კავანი, იბრაჰიმოვიჩი, აუგუსტინი, ანჟენდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება “შვედბანკ შტადიოზე” ოთხშაბათს თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110586