ფეხბურთი

17:05 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” რუსეთში მუსტაფის გარეშე გაემგზავრა

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ესპირიტო სანტომ “ზენიტთან” გასამართი საჩემპიონთალიგო მატჩისთვის სანქტ-პეტერბურგში 19 მოთამაშე იახლა.

“ღამურები” რუსეთში წამყვანი მცველის შკოდრან მუსტაფის გარეშე გაემგზავრნენ, რომელმაც დაზიანება შაბათს “ლას პალმასთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის მეორე ნახევარში მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის ტრავმა.

მუსტაფის გარდა, “ღამურებს” ალვარო ნეგრედო, როდრიგო მორენო, დიეგო ალვეში, პაბლო პიატი და ანტონიო ბარაგანი ჰყავთ ტრავმირებულნი, ხოლო ზაქარია ბაკალი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში საერთოდ არაა შეყვანილი.

აღსანიშნავია, რომ “ლოს ჩეს” მეორე გუნდიდან ორი მოთამაშე ჰყავს დამატებული: ნახევარმცველი ტროპი და ფორვარდი რაფა მირი, რომელიც “ლას პალმასთან” შეხვედრაშიც თადარიგში გახლდათ.

“ვალენსია” რუსეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ხაუმე დომენეში, მეტიუ რაიანი;
მცველები: აიმენ აბდენური, ადერლან სანტოსი, რუბენ ვეზო, ლუკას ორბანი, ხოსე გაია, ჟოაო კანსელო;
ნახევარმცველები: ხავი ფუეგო, ტროპი, დანილო ბარბოსა, ენცო პერესი, დანიელ პარეხო, ანდრე გომეში, როდრიგო დე პაული, სოფიან ფეგული;
თავდამსხმელები: რაფა მირი, სანტი მინა, პაკო ალკასერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.217676