კალათბურთი

19:14 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” ისტორიული შედეგი გაიმეორა

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ნბა-ს სასტარტო 15 შეხვედრიდან თხუთმეტივე მოიგო და “ჰიუსტონის” და “ვაშინგტონ კაპიტოლსის” ისტორიული შედეგი გაიმეორა.

“ოქროს შტატელებმა” გამთენიისას “დენვერ ნაგეტსი” 118:105 დაამარცხეს და ნბა-ს ისტორიული შედეგი გაიმეორეს. “გოლდენ სტეიტამდე” საწყისი 15 შეხვედრიდან თხუთმეტივე მხოლოდ ორ გუნდს ჰქონდა მოგებული: 1993/1994 წლები სეზონში “ჰიუსტონ როკეტსს” და 1948/1949 სეზონში “ვაშინგტონ” კეპიტოლსს”.

25 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზე“გოლდენ სტეიტი” შინ “ლეიკერსს” დაუპირისპირდება, თუ ოკლენდელები მეთექვსმეტე შეხვედრასსაც მოიგებენ, რაც საკმაოდ რეალურია, “ოქროს შტატელები” აბსოლუტური რეკორდსმენები გახდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10407