ფეხბურთი

0:42 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უინტერესო მატჩები

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის დასკვნით დღეს ორი ისეთი თამაში გაიმართა, რომლის მიმართაც ინტერესს ალბათ მხოლოდ ამ გუნდების გულშემატკივრები თუ იჩენდნენ.

ბერლინში “ჰერტამ” აუტსაიდერ “ჰოფენჰაიმს” უმასპინძლა და ბევრი ვერაფერი გააკეთა. ამის მიზეზი შესაძლოა მოულოდნელი თოვლი იყო, რომელმაც “ოლიმპიაშტადიონი” გადაათეთრა და მოთამაშეებსაც ფეხის შემაგრება უჭირდათ. მთელი 90 წუთის განმავლობაში, მეკარეები საქმეში არ ჩართულან, თავის თავის უბედურმა “ჰოფენჰაიმმა” კი, 30-ე წუთზე საკუთარი კარი დალაშქრა და თავად ბოლოზე დარჩა, ხოლო “ჰერტა” ჩემპიონთა ლიგის ზონაში აღზევდა.
“ინგოლშტადტის” და “დარმშტადტის” შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ნახევარში თამაში სათავისოდ შემოატრიალეს და საბოლოოდ 3:1 იმარჯვეს.

ბუნდესლიგა. XIII ტური
ბერლინი. “ოლიმპიაშტადიონი”. 37 045 მაყურებელი
ჰერტა - ჰოფენჰაიმი 1:0 (1:0)
ჰერტა: იარსტეინი, ლუსტენბერგერი (ჰეგელერი 77), ლანგკამპი, პლატენჰარდტი, ბრუკსი, რეგასელი, სკიელბერგი, ჰარაგუჩი, დარიდა, კიგერსი (ვან დერ ბერგი 74), კალუ (ბაუმიოჰანი 90+1).
მწვრთნელი: დარდაი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, სტრობლი, ჟუნ-სუ კიმი, ბიჩაკჩიკი, შულე, პოლანსკი, რუდი (კურანი 83), შმიდი (ზუბერი 63), ამირი, ვოლანდი, უტი (ვარგასი 63).
მწვრთნელი: სტევენსი
გოლი: 1:0 პოლანსკი (30 ა.გ.)
გაფრთხილება: ლუსტენბერგერი (35), სკიელბერგი (85) - პოლანსკი (32)
კარისკენ დარტყმა: 1 (0) - 7 (0); ბურთის ფლობა: 47% - 53%; კუთხური: 2 - 3; ჯარიმა: 25 - 16; თამაშგარე: 0 - 1; სეივი: 0 - 0.

ინგოლშტადტი. “აუდი-სპორტპარკი”. 14 551 მაყურებელი
ინგოლშტადტი - დარმშტადტი 3:1 (0:1)
ინგოლშტადტი: ოზკანი, ლეველსი, მატიპი, სუტნერი (ბაუერი 16), ბრეგერი (ლექსი 57), ჰუბნერი, როგერი, მორალესი, გროი, ჰარტმანი (კოჰენი 89), ჰინტერსერი.
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
დარმშტადტი: მათენია, გარისი, დიაზი (რაიკოვიჩი 86), რაუში, სულუ, კალდიროლა, როსენტალი (კემპე 68), ნეიმაიერი (ვრანჩიჩი 77), ჰელერი, გონდორფი, სტროჰ-ენგელი.
მწვრთნელი: შუსტერი
გოლები: 0:1 სულუ (9), 1:1 ბაუერი (58), 2:1 ჰარტმანი (60 პ.), 3:1 ჰარტმანი (88)
გაფრთხილება: ჰარტმანი (54), გროი (63) - როსენტალი (2), ნეიმაიერი (49), სულუ (90+2)
კარისკენ დარტყმა: 16 (6) - 8 (2); ბურთის ფლობა: 56% - 44%; კუთხური: 5 - 5; ჯარიმა: 17 - 25; თამაშგარე: 3 - 1; სეივი: 1 - 3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112221