ფეხბურთი

22:54 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა პოზიციები გაიმყარეს

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღეს, ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. მაყურებლებმა ერთის გარდა, უხვგოლიანი შეხვედრები იხილეს, მაგრამ ყველა გულშემატკივარი ამით კმაყოფილი როდი დარჩებოდა.

მასპინძლებმა გარანტირებულად ისიამოვნეს ვოლფსბურგში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ბრემენის “ვერდერისგან” არაფერი დატოვა და 6:0 გაანადგურა. არადა, პირველ ტაიმში თითქოს საქმე არც ისე ცუდად მიდიოდა. თუ არ ჩავთვლით ავტოგოლს, რომლითაც ბრემენელბმა საკუთარ რბევას დაუდეს სათავე, მაგრამ მეორე ბურთი მხოლოდ ტაიმის მიწურულსღა გაუშვეს. მაგრამმერე “ვოლფსბურგმა” აიწყვიტა და “ვერდერს” კიდევ 4 გოლი უსახსოვრა.

“გლადბახს” მოულოდნელად გაუჭირდა “ჰანოვერთან”. მართალია მასპინძლებმა ანგარიში პირველსავე ტაიმში გახსნეს, მაგრამ სტუმრებს სატურნირო ცხრილის ქვედა დონიდან თავის დაღწევა ჰქონდათ განსაზღვრული და ანგარიში რომ გაათანაბრეს, მეტის მიღწევაზეც დაფიქრდნენ. მაგრამ “გლადბახს” მხსნელად რაფაელი მოევლინა. ბრაზილიელმა 84-ე წუთზე საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დატოვა.

“ლევერკუზენი” ფრანკფურტში “აინტრახტთან” “ჩიცარიტოს” დუბლით დაწინაურდა და მართალია ტაიმის ბოლოს ერთი გოლი თავადც გაუშვა, მაგრამ სათამაშო უპირატესობა კიდევ ერთ გოლში ასახა და მშვიდად იმარჯვა. აუტსაიდერთა ჯახში “აუგსბურგმა” “შტუტგარტს” 4 უპასუხო გოლი გაუტანა და მასპინძლებს სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად მიუახლოვდა, რაც მათ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსებს ამაღლებს. “კიოლნმა” და “მაინცმა” უგოლოდ იბურთავეს, დღის ბოლო და ტურის ცენტრალური მატჩი კი (“შალკე” - “ბაიერნი”), ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბუნდესლიგა. XIII ტური

გლადბახი. “ბორუსია პარკი”. 52 214 მაყურებელი

გლადბახი - ჰანოვერი 2:1 (1:0)

გლადბახი: სომერი, ვენდტი, ჯონსონი, იანჩკე (დრმიჩი 78), კრისტენსენი, ნერდვეიტი, ტრაორე (ელვედი 88), შტინდლი, კორბი, დაჰუდი (მ. შულცი 90+2), რაფაელი.

მწვრთნელი: შუბერტი

ჰანოვერი: ცილერი, კ. შულცი, მარსელო, ალბორნოზი (ფელიპე 90+1), სორგი, სანე, შმიდებახი (ბენშოპი 85), გულსელამი, ბეჩი (სენტ-მაქსიმი 76), კარამანი, სობიეხი.

მწვრთნელი: ფრონტცეკი

გოლები: 1:0 ტრაორე (34), 1:1 დობიეხი (65), 2:1 რაფაელი (84)

გაფრთხილება: ვენდტი (57) - სორგი (62)

კარისკენ დარტყმა: 21 (9) - 14 (8); ბურთის ფლობა: 60% - 40%; კუთხური: 12 - 4; ჯარიმა: 10 - 11; თამაშგარე: 2 - 1; სეივი: 7 - 7.

ვოლფსბურგი. “ვოლკსვაგენ არენა”. 30 000 მაყურებელი

ვოლფსბურგი - ვერდერი 6:0 (2:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, შაფერი, ტრაში, დანტე, ლუის გუსტავო (გუილავოჯი 34), ვიეირინა (შურლე 65), კალიჯური (აზაოუი 76), არნოლდი, კრუსე, დოსტი.

მწვრთნელი: ჰეკინგი

ვერდერი: ვიედვალდი, გარსია (სტერნბერგი 67), ვესტერგაარდი, გალვეცი, ზანდერი (კროოსი 70), ფრიტცი, იუნუზოვიჩი (პიზარო 46), ბარტელსი, ბარგფრედე, უჯა, გრილიტჩი.

მწვრთნელი: სკრიპნიკი

გოლები: 1:0 გალვეცი (11 ა.გ.), 2:0 კრუსე (44), 3:0 ვიეირინა (56), 4:0 გუილავოჯი (67), 5:0 დოსტი (78), 6:0 კრუსე (87)

გაფრთხილება: გალვეცი (26), ფრიტცი (43)

კარისკენ დარტყმა: 21 (12) - 9 (2); ბურთის ფლობა: 62% - 38%; კუთხური: 7 - 3; ჯარიმა: 12 - 8; თამაშგარე: 2 - 1; სეივი: 2 - 6.

ფრანკფურტი. “კომერცბანკ-არენა”. 47 500 მაყურებელი

აინტრახტი - ლევერკუზენი 1:3 (1:2)

აინტრახტი: ჰრადეცკი, აბრაჰამი, ძამბრანო, ოცზიპკა, მეიერი ჰასებე (ვალდშმიდტი 77), აიგნერი, მედოიევიჩი, იგნიოვსკი (გერეზგიერი 65), სტენდერა, კასტაიგნოსი (ჩანდლერი 22).

მწვრთნელი: ვეჰი

ლევერკუზენი: ლენო, ტოპრაკი, დონატი, ვენდელი, ტაი, ბელარაბი (ანდრე რამალო 89), კამპლი, კრამერი, მეჰმედი, ერნანდესი (კისლინგი 62), ჩალანოღლუ (იურჩენკო 80).

მწვრთნელი: შმიდტი

გოლი: 0:1 ერნანდესი (23), 0:2 ერნანდესი (39), 1:2 მედოიევიჩი (45), 1:3 ჩალანოღლუ (72)

გაფრთხილება: ოცზიპკა (66), გერეზგიერი (69) - მეჰმედი (77)

კარისკენ დარტყმა: 9 (1) - 17 (11); ბურთის ფლობა: 43% - 57%; კუთხური: 3 - 8; ჯარიმა: 14 - 19; თამაშგარე: 3 - 3; სეივი: 8 - 0.

კიოლნი. “რეინ ენერგი”. 46 700 მაყურებელი

კიოლნი - მაინცი 0:0 (0:0)

კიოლნი: ჰორნი, მარო, ჰექტორი, ჰეინცი, ლემანი, რისე, ვოგი, ბიტენკურტი (გერჰარდტი 83), მოდესტე, ჰოსინერი (ცოლერი 59), ოსაკო.

მწვრთნელი: სტოგერი

მაინცი: კარიუსი, ბენგტსონი, ბუნგერტი, ბროსინსკი, ბელი, ბაუმგარტლინგერი, ლატცა, მალი (ნეიდერლეხნერი 90), სამპერიო, დე ბლასისი (კლემენსი 85), მუტო (კორდობა 68).

მწვრთნელი: შმიდტი

გაფრთხილება: მოდესტე (34) - მუტო (61)

კარისკენ დარტყმა: 14 (3) - 7 (1); ბურთის ფლობა: 48% - 52%; კუთხური: 6 - 1; ჯარიმა: 13 - 10; თამაშგარე: 6 - 2; სეივი: 1 - 3.

შტუტგარტი. “მერსედეს-ბენც არენა”. 54 925 მაყურებელი

შტუტგარტი - აუგსბურგი 0:4 (0:3)

შტუტგარტი: ვლაჩოდიმოსი, კლეინი, ინსუა, შვააბი, სუნჯიჩი (კლიმენტი 27), ბაუმგარტი, გენტნერი, დიე (რუპი 60), დუვადი, კოსტიჩი (ჰეისე 87), ვერნერი.

მწვრთნელი: ცორნიგერი

აუგსბურგი: ჰიტცი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაეგი, კლავანი, მაქსი, ბაიერი, კაიუბი, ესვიენი, ია-ჩეოლ კოო (მორავეკი 74), კოჰრი (ჰალილ ალთინთოფი 84), ბობადილია (დონგ-ვონ ჯი 61).

მწვრთნელი: ვეინციერი

გოლები: 0:1 ესვიენი (11), 0:2 ბაუმგარტი (17 ა.გ.), 0:3 კალსენ-ბრაკერი (36), 0:4 ია-ჩეოლ კოო (54)

გაფრთხილება: დიე (57), კლიმენტი (67) - ია-ჩეოლ კოო (38)

კარისკენ დარტყმა: 18 (5) - 13 (6); ბურთის ფლობა: 57% - 43%; კუთხური: 6 - 4; ჯარიმა: 8 - 15; თამაშგარე: 2 - 4; სეივი: 2 - 5.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135606