ქველმოქმედება საშური საქმეა და მას ყველა ისე ეწევა, როგორც შეუძლია. რაგბიში დიდი ფული რომ არ ტრიალებს, მით უმეტეს ქალთა რაგბიში, ოქსფორდის უნივერსიტეტის გოგონებმაც გამოსავალი ნახეს და 2016 წლის კალენდრისთვის გაშიშვლდნენ.
სიტუაცია ასეთი: პირველად ქალთა რაგბის ისტორიაში, ისინი ინგლისის რაგბის სახლში შევლენ და ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი კემბრიჯისას 10 დეკემბერს, “თვიქნემზე” ეთამაშება. იმავე დღეს ამ სტადიონზე კაცთა გუნდების თამაშია დანიშნული და ქალები მაყურებლის განწყობის ამაღლებას შეეცდებიან. სტადიონზე გაიყიდება კალენდარი ოქსოფრის უნივერსიტეტის წევრთა შიშველი ფოტოებით, 13 სხვადასხვა სარაგბო მდგომარეობაში და მისი შეძენა ინტერნეტის მეშვეობითაცაა შესაძლებელი. ფასი 10-12 გირვანქა სტერლინგია და შეგროვილი თანხა ქალებში საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემის და სიმსუქნის აღმოსაფხვრელად უნდა გამოიყენონ.
გუნდის კაპიტანი კარლი ბლისი ამბობს, რომ მიუხედავად სიცივისა, ეს იყო დიდი დღე და ყველამ უდიდესი სიამოვნება მიღო. ამინდი მართლაც ცუდი იყო და ამის გამო გადაღებებს შორის ტიტლიკანა გოგონებს გასახდელში უწევდათ გათბობა. კაპიტნის თქმით, ქველმოქმედებამ მას და მის თანაგუნდელებს სიმამაცე შემატა და სიცივეც დააძლევინა.
ოქსფორდელთა მსგავსად, ტრადიცია არ დაარღვიეს ლივერპულის უნივერსიტეტის გოგონებმაც, რომლებიც უკვე მესამე წელია ამ გზით ცდილობენ წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში და როგორც თვითონ ამბობენ, კალენდრის გაყიდვით მიღებული თანხით გუნდის წვრილმანი ხარჯების დაფარვასაც ახერხებენ.







