ფეხბურთი

10:15 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” ჰამბურგში შეაჩერეს

ტომას ტუჰელის “დორტმუნდს”, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად (გერმანიის ბუნდესლიგა, ევროპის ლიგა და გერმანიის თასი) მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდა წაგებული - 4 ოქტომბერს მიუნხენში, ადგილობრივ “ბაიერნთან” 1:5 და ახლა ბუნდესლიგაში მეორე მარცხი განიცადა.

პარიზის ტერაქტი ბუნდესლიგასაც გადაწვდა და ჰამბურგში თამაში 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო - ხანგრძლივი შემოწმების გამო, ყველა მაყურებელმა ვერ მოასწრო საკუთარი ადგილის დროულად დაკავება. თავად შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ლასოგა ორ წუთში ორჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში. თავიდან საგოლე მომენტები არ იქმნებოდა, მე-19 წუთზე კი, პირველი გოლი გავიდა: ილიჩევიჩი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მისი მოტყუების მცდელობისას ბურკი დაჯარიმდა და ლასოგამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა.

გაშვებული გოლის შემდეგ სათამაშო ინიციატივა სტუმრების მხარეს გადავიდა და “ჰამბურგის” კარი ალყაში მოექცა, მაგრამ მეორე გოლი ისევ “დორტმუნდის” კარში გავიდა. გუნტერის შეცდომით ნიკოლა მიულერმა ისარგებლა, გადაცემა ჩაჭრა და წინ გაიჭრა, მას კარგად მიჰყვა ჰოლტბი, რომელმაც ბურთი საჯარიმოში მიიღო და კარგი პოზიციიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

“ჰამბურგმა” მეორე ტაიმიც მშვიდად ჩაატარა, დაცვაში ორგანიზებულად თამაშობდა და კონტრშეტევებზე შანსს არ უშვებდა, რამაც გაამართლა კიდეც. 55-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხურის შესრულების უფლება მოიპოვეს, ჩაწოდებულს ჰუმელსი გამოეხმაურა და ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ჰუმელსმა წინა ავტოგოლი 2010 წლის 20 ნოემბერს, ანუ ზუსტად 5 წლის წინ გაიტანა და ეს თარიღი მან და მისმა მწვრთნელებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ.

ობამეიანგს მალევე შეეძლო გატანა, მაგრამ ადლერმა მისი ახლოდან დარტყმული მოიგერია. მთლიანობაში, მასპინძელთა მეკარემ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და რამდენიმე სეივი განახორციელა. მაგრამ 86-ე წუთზე ობამეიანგმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანა. დარჩენილ დროში სტუმართა ერთი დარტყმული ძელმა აისხლიტა, მერე გოლი თამაშგარიდან გავიდა და საბოლოოდ “ჰამბურგმა” 3:1 იმარჯვა.

გერმანიის ბუნდესლიგა. XIII ტური

ჰამბურგი. “ვოლკსპარკ შტადიონ”. 57 000 მაყურებელი

ჰამბურგი - დორტმუნდი 3:1 (2:0)

ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, სპაჰიჩი (კლებერ რეისი 29), საკაი, ოსტრზოლეკი, იუნგი, ილიჩევიჩი, კაჩარი (გრეგორიტში 71), მიულერი, ჰოლტბი (დიასი 82), ლასოგა.

მწვრთნელი: ლაბადია

დორტმუნდი: ბურკი, ჰუმელსი, პაპასტატოპოლისი, შმელცერი, გინტერი (პიშჩეკი 46), კაგავა (კასტრო 46), მხითარიანი, გუნდოგანი, ვეიგლი, ობამეიანგი, როისი (იანუზაი 69).

მწვრთნელი: ტუჰელი

გოლები: 1:0 ლასოგა (19 პ.), 2:0 ჰოლტბი (41), 3:0 ჰუმელსი (55 ა.გ.), 3:1 ობამეიანგი (86)

გაფრთხილება: ბურკი (19)

კარისკენ დარტყმა: 8 (3) - 21 (7); ბურთის ფლობა: 36% - 64%; კუთხურები: 2 - 7, ჯარიმა: 16 - 8, თამაშგარე: 4 - 3, სეივი: 6 - 0

1.

ბაიერნი

12

11

1

0

37:4

34

2.

დორტმუნდი

13

9

2

2

36:18

29

3.

ვოლფსბურგი

12

6

3

3

17:15

21

4.

ჰერტა

12

6

2

4

17:15

20

5.

შალკე

12

6

2

4

16:16

20

6.

გლადბახი

12

6

1

5

23:18

19

7.

კიოლნი

12

5

3

4

15:18

18

8.

ჰამბურგი

13

5

3

5

14:17

18

9.

ლევერკუზენი

12

5

2

5

14:16

17

10.

მაინცი

12

5

1

6

18:19

16

11.

ინგოლშტადტი

12

4

4

4

7:9

16

12.

აინტრახტი

12

3

5

4

16:17

14

13.

დარმშტადტი

12

3

5

4

13:16

14

14.

ვერდერი

12

4

1

7

13:19

13

15.

ჰანოვერი

12

3

2

7

12:22

11

16.

შტუტგარტი

12

3

1

8

17:27

10

17.

ჰოფენჰაიმი

12

1

5

6

12:19

8

18.

აუგსბურგი

12

1

3

8

13:25

6

0.149106