ფეხბურთი

15:39 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი “ლივერპულში” არ დაბრუნდება

“ლოს-ანჯელეს გელაქსის” ინგლისელმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს ის “ლივერპულში” აპირებს დაბრუნებას.

35 წლის ლეგენდა, რომელსაც მთელი კარიერა მერსისაიდელთა რიგებში ჰქონდა გატარებული, MLS-ის კლუბში ზაფხულში გადავიდა და 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ვარაუდობდნენ, რომ დევიდ ბექჰემის დარად, იანვარში, როდესაც MLS-ში შესვენებაა, ის რამდენიმე თვით ევროპაში დაბრუნდებოდა, მაგრამ Eurosport International-თან საუბარში ჯერარდმა ეს ინფორმაცია უარყო.

“მე ნაკრებიდანაც წავედი და ევროპაში დაბრუნების და რაიმეს მტკიცების სტიმული აღარ მაქვს. ახლა დასვენება მჭირდება. წინ მომდევნო, ძალიან გრძელი სეზონი მელოდება და მისთვის ძალები უნდა მოვიკრიბო” - თქვა ჯერარდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11863