ფეხბურთი

16:10 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

20 წელი მწვერვალზე

19 ნოემბერი, 1995 წელი – ჯანლუიჯი ბუფონი მხოლოდ 17 წლის იყო და სწორედ იმ დღეს შედგა მისი დებიუტი იტალიის სერია A-ში. მეტოქე ფაბიო კაპელოს “მილანი”, ხოლო “პარმას” თავკაცი, ვინც ბუფონს ენდო, ნევიო სკალა გახლდათ, დღეს უკვე ამავე გუნდის პრეზიდენტი.

20 წლის წინანდელს სკალა ასე იხსენებს: “ლუკა ბუჩი, ჩვენი პირველი მეკარე ტრავმირებული იყო, სწორედ ასე დავაწინაურეთ ბუფონი პრიმავერადან (ახალგაზრდული გუნდი) მთავარ გუნდში. ჩვენთან ვარჯიში სამშაბათიდან დაიწყო. ისე გამოიყურებოდა, როგორც გამოცდილი მეკარე, თავდამსხმელებს ვარჯიშებზე გოლის გატანა უჭირდათ. მასზე მეკარეების მწვრთნელ ვინჩენცო დი პალმას დავეკითხე და მიპასუხა, ფენომენალური ბიჭიაო. მისი პოტენციალი ყველას გვაოცებდა. “მილანთან” მატჩში გადავწყვიტე მისთვის შანსი მიმეცა.

შაბათ საღამოს ვარჯიშის შემდეგ მის ოთახში შევედი და ვკითხე, ხვალ თამაშს შეძლებ? – პრობლემაა არაა მისტერ, - ეს იყო მისი პასუხი, ყოველგვარი შიშისა და მორიდების გარეშე.

“მილანთან” მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და ამაში დიდი წვლილი ბუფონს მიუძღოდა. მომდევნო სეზონში მე “პარმასგან” შორს ვიყავი, მაგრამ ჯიჯის მომავალი ამ გუნდში ეჭვს აღარ იწვევდა”...

მას შემდეგ ზუსტად ორი ათეული წელი გავიდა, თუმცა ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას ისევ მაშინდელივით იწყებს. ჯიჯის ფენომენი თანამედროვე ფეხბურთში მართლაც განსაკუთრებულია. მეკარე, რომელიც არ ბერდება, ყოველთვის ახერხებს იყოს მწვერვალზე. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში მძიმე პერიოდიც გადაუტანია და ხანგრძლივი ტრავმებიც (სამჯერ).

ახლა, ბუფონი 37 წლისაა, ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” კარს იცავს და ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა...

0.111145