ფეხბურთი

15:01 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი “მანჩესტერ სიტის” 3 თვით გამოაკლდა

ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი მიმდინარე წელს ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ საზოგადოებას თავად “არსენალის” ექსშემტევმა საკუთარი ტვიტერის გვერდიდან აცნობა.

“3 თვის შემდგომ დავბრუნდები იმაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი”, - დაწერა ნასრიმ.

სწორედ ხსენებული დრო დასჭირდება 28 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესს. ნასრიმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 7-ჯერ ითამაშა და მეტოქეები ერთხელ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111463