სხვა

23:48 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში!

თბილისი ძალოსნობაში 2016 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება ჰიუსტონში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღამასკომზე იქნა მიღებული და ისიც გაირკვა, რომ ტურნირი ივნისში ჩატარდება.

აღმასკომზე თბილისის პრეზენტაცია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა წარადგინეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ უსაფრთხო გარემოს და იმასაც, რომ თბილისმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ 21-28 ნოემბერს ჰიუსტონი ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს მიიღებს, რომელზეც საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით წარსდგება. ისიც ვთქვათ, რომ მომავალ ტურნირზე 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116865