ჯერ საფეხბურთო კლუბ “ოქსფორდის” შესაძლებლობები არ გაიშვას არსად და ახლა მისი სათადარიგოთა ფეხბურთელის, უკვე 30 წელს მიკაკუნებული ჯონ მალინსის ილაჯი, რომელიც შესაძლებლობებზე მაღლა ალბათ ვერასოდეს ახტება და რომც “ახტეს”, საეჭვოა სადმე შორს მოუწიოს “გადახტომა”.
მაგრამ ამის მიუხედავად, გადაფურცლავს კაცი ბრიტანულ ბულვარულ ჟურნალ-გაზეთებს და ჰოი საკვირველებავ – სულ ჯონის სიფათი დაეჭვიტება ხოლმე გამოჭიმული. რატომ ხდება ასე? მარტივი ამბავია. ჯონის მეუღლე, ცნობილი მოდელი, ჯენა მალინსი ხომ ის ქალია, რომლის ხილვაც ყველას ახარებს და აბედნიერებს.
ჯენა მალინსი რომ თვალსაამო ვინმეა, ამას აქვე გამოფენილი ფოტოებიდანაც მიხვდებით და როდესაც ამ ქალს ეკითხებიან თუ რაზე ოცნებობს, თვალებს ააფახულებს და დაუფიქრებლად იძახის – ერთი ჩემი ქმრის კარიერული წინსვლისთვის მომასწრო და მეტი არაფერი მინდაო. რა მეოცნებე ქალი ყოფილა...







