ჭადრაკი

14:43 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მე-6 ტურის წინ...

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე დღეს დასვენებაა გამოცხადებული, 5 ტურის თავზე კი, როგორც ქართველ ქალ ასევე ვაჟთა ნაკრებები საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ ვაჟთა ნაკრებს 3 მოგება და 2 ყაიმი აქვს და 8 ქულით, საფრანგეთის და უკრაინის გუნდებთან ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ლიდერი კი რუსეთია 9 ქულით. 19 ნოემბერს ქართველთა მეტოქე სწორედ რუსეთი იქნება.

უკრაინის დარად 8 ქულა აქვს და მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებს საქართველოს ქალთა ნაკრები, რომელმაც 4 მატჩი მოიგო, ერთადერთი მარცხი კი რუსეთთან განიცადა, რომელიც 10 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. მე-6 ტურში ქართველთა მეტოქე საფრანგეთი იქნება.

მომდევნო ბატალიების წინ საინტერესოა თვალი გადავავლოთ ქართველ მოჭადრაკეთა პირად შედეგებს.

ქალთა გუნდი

ნანა ძაგნიძე (2566) – 3.5 (5)

ბელა ხოტენაშვილი (2512) – 0.5 (3)

ნინო ბაციაშვილი (2509) – 2.5 (5)

ლელა ჯავახიშვილი (2479) – 3.5 (4)

მერი არაბიძე (2408) – 1.5 (3)

ვაჟთა გუნდი

ბაადურ ჯობავა (2668) – 4 (5)

ლევან ფანცულაია (2567) – 3.5 (5)

მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – 4 (5)

მერაბ გაგუნაშვილი (2539) – 0.5 (2)

ლუკა პაიჭაძე (2573) – 1.5 (3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123603