ჭადრაკი

23:54 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გავაშელი ერთპიროვნულად დაწინაურდა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქალთა პირველ ლიგას 7 ტურის შემდეგ 5.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. ის ანა გავაშელია (2171), რომელმაც გასულ ტურში მადონა ბოკუჩავა (2091) დაამარცხა.

გავაშელს 0.5 ქულით ჩამორჩებიან სოფიო გვეტაძე (2321), სოფიკო ხუხაშვილი (2351), მირანდა მიქაძე (2209), მარიამ ჭოლაძე (2124) და ნინო ჯალაღონია (1803).

ბოლოსწინა მე-8 ტურში მიქაძე გავაშელს ეთამაშება, ხუხაშვილი – ჭოლაძეს, ჯალაღონია – გვეტაძეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112009