ფეხბურთი

16:36 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუს არაბიძე მაგალითად მოჰყავს

დონეცკის “შახტარის” რუმინელი მთავარი მწვრთნელის მირჩა ლუჩესკუს თქმით, მას ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა ყოველთვის მოსწონდა. მხცოვანი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ იგი ფეხბურთელებში გამოცდილებას მთავარ მნიშვნელობას არასდროს ანიჭებდა.

“კარგი თაობა გვეზრდება. ის ბიჭები, რომელთაც ერთი წლის წინ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ფინალი ითამაშეს “ჩელსისთან”. მატვიენკო, ზუბკოვი, ბოაირჩუკი, კორობენკო – ვხედავთ ეს ჯგუფი როგორ იზრდება მთავარი გუნდისთვის.

ეს ჩემი სტრატეგიაა. ყოველთვის მომწონდა ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობა, მაშინაც კი, როდესაც “ჰუნედოარაში” ვიყავი. იქ 7 ფეხბურთელი მყავდა პატარა ასაკის. იგივე მიდგომა მქონდა იტალიურ “ბრეშაში”, სადაც ანდრეა პირლო პირველ გუნდში გადმოვიყვანე.

თუ ფეხბურთელს ნიჭი აქვს, არ ველოდები ასაკობრივ ზრდას და გამოცდილების მიღებას. ამის ნათელი მაგალითი წელს გიორგი არაბიძეა – იგი 17 წლისაა, მაგრამ უკრაინის თასზე და ჩემპიონატში უკვე ვათამაშე”, - ამბობს ლუჩესკუ.

შეგახსენებთ, მირჩა ლუჩესკუ “შახტარში” 2004 წლიდან მოყოყლებული მუშაობს და საკმაო წარმატებითაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064402