ჭიდაობა

10:44 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქრო და ოთხი ბრინჯაო ორ დღეში

მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში ორგანიზატორებმა საქართველოს ჰიმნი უკვე ორჯერ ააჟღერეს. ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) სეზონის უმთავრესი შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), შორენა შარაძე (60 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ევროპის სამბოს ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული მწირი ინფორმაციის თანახმად, ჩიდრაშვილმა ფინალში ტაჯიკი აკმალიდინ კარიმოვი დაამარცხა და მსოფლიოს უძლიერისი სამბისტი მესამედ გახდა. ლორიაშვილმა კი გადამწყვეტ ბრძოლაში რუს დიმიტრი ელისეევს აჯობა.

მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი დღეს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113458