ფეხბურთი

10:57 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა-ბრაზილია წვიმის გამო გადაიდო

არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი, რომელიც თბილისის დროით დღეს გამთენიისას 04:00 საათზე უნდა გამართულიყო, ერთი დღით გადაიდო და 14 ნოემბერს იგივე დროს ჩატარდება.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრის გადადების მიზეზი ბუენოს აირესში მოსული ძლიერი წვიმაა, რის გამოც სტადიონ "მონუმენტალის" მოედანზე თამაში შეუძლებელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114146