ფეხბურთი

21:15 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოლიტო “ბარსელონას” უნდა

კატალონიური “ბარსელონას” ტექნიკურმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა აღიარა, რომ კლუბი იანვრის სატრანსფერო ფერიოდში ნოლიტოს გაფორმებას ეცდება.

ხმების იმის შესახებ, რომ “ბარსელონაში” “სელტას” 29 წლის შემტევის ტრანსფერი იგეგმებოდა აქამდეც ვრცელდებოდა, ახლა კი, ამ ინტერესმა ოფიციალური სახე მიიღო.

“ეჭვგარეშეა, რომ ზამთრის სატრანსფერი პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელს გავიფორმებთ. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ლუის ენრიკესთან რეაგულარული კონტაქტი მაქვს. ნოლიტო ერთ-ერთი რეალური სამიზნეა, თუმცა, არის სხვა ვარიანტებიც. ბაზარზე მრავლად არიან საინტერესო მოთამაშეები და ჩვენ მათგან მხოლოდ საუკეთესოები უნდა ავარჩიოთ” - ამბობს რობერტ ფერნანდესი.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 11 მატჩში, ნოლიტომ 7 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124545