ფეხბურთი

19:12 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მიულერის ხელფასის გაორმაგებას აპირებს

მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა, თომას მიულერს კონტრაქტის ვადა გაუხანგრძლივოს და ხელფასი თითქმის გაუორმაგოს.

გერმანული BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევს ხელშეკრულებას ერთი წლით, 2020 წლამდე გაუხანგრძლივებს, ხოლო ხელფასს 8.5-დან 15 მილიონ ევრომდე გაუზრდის.

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას ჩქარობს, რადგან გერმანელისადმი აქტიურ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. თომასის სატრანსფერო ღირებულება 2015/16 წლების სეზონის განახლებიდან 55-დან 75 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109816