ერთობ უცნაური ამბავი მოხდა ამ ცოტა ხნის წინ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. როგორც ბრაზილიური ბულვარული მედია გვამცნობს, დუბაიში ჩასულ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდინიოს, იგივე “გაუჩოს”, დიდი სექს-ამბები და თავგადასავლები გადახდენია.
დუბაის ერთ-ერთ საუკეთესო ბარში ბრაზილიელ მობურთალს შემთხვევით, უტანწერწეტესი სერბი მოდელი, ელენა მარკოვიჩი გაუცნია და იქვე, არაბეთის მცხუნვარე მიწაზევე დაუწყია მისთვის ალერსი, ბღლარძუნი და ტუჩთა შეწებება. რომ არა ადგილობრივი მორალისტები და პოლიცია, ვინ იცის ეგებ იქვე, ბარშივე მომხდარიყო “მოსახდენი”.
ელენა მარკოვიჩი ერთი თვალის ჩაპაჭუნებით გაცნობადი ჩვეულებრივი ბითური ლამაზმანი ნუ გეგონებათ. იგი 2009 წელს “მის სერბეთადაა” აღიარებული და მასთან ხვანცალზე არაერთი სერბი მამაკაცი ოცნებობს. როგორც ჩანს რონალდინიოს ავტორიტეტმა მაინც თავისი ქნა და სერბეთის ულამაზესი ასული უმალ ჩვეულებრივ ”ნატაშად”გარდაისახა...







