ფეხბურთი

20:00 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” და ბოატენგი ისევ ერთად

განელი ნახევარმცველი კევინ პრინს ბოატენგი იანვრის თვეში იტალიური “მილანის” ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს. წყაროს ცნობით, 28 წლის აფრიკელი “მილანელოზე” თავდაუზოგავად ვარჯიშობს და “როსონერის” ხელმძღვანელებსაც ფეხბურთელთან ხელმეორე თანამშრომლობა აქვს გადაწყვეტილი.

ბოატენგი “მილანის” რიგებში 2010-1013 წლებში ირჯებოდა და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 74 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი გელზენკირხენის “შალკეს” შემადგენლობაში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112882