ფეხბურთი

12:44 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ვარდი და ვენგერი გამოარჩიეს

ინგლისის პრემიერლიგაში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად “ლესტერის” ფორვარდი ჯეიმი ვარდი აღიარეს, საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი კი ლონდონის “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა მიიღო. ამის შესახებ dailymail-ი იტყობინება.

ვარდი 12 გოლით ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის ლიდერობს, ხოლო მისი გუნდი 12 ტურში მოპოვებული 25 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. 28 წლის თავდამსხმელმა ოქტომბერში გამართულ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. ზედიზედ ათ შეხვედრაში გატანილი გოლებით კი რუუდ ვან ნისტელრიოს რეკორდი გაიმეორა.

რაც შეეხება არსენ ვენგერს, ფრანგი სპეციალისტის გუნდმა ოქტომბერში პრემიერლიგაში გამართული ოთხივე მატჩი მოიგო, 11 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა. ლონდონელები ამ დროისთვის, “მანჩესტერ სიტისთან” ერთად, 26 ქულით პრემიერლიგის სათავეში იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11386