ფეხბურთი

19:27 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი თვეს იუქმებს

იტალიური “რომას” ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იუქმებს. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი იუწყება.

სალაჰმა ტრავმა “რომა” – “ლაციოს” თამაშისას, სენად ლულიჩთან შეჯახებისას მიიღო და როგორც გამოკვლევამ ცხადყო, დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ “ჩელსის” საკუთრებაში მყოფ აფრიკელ თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” და “ბატესთან”, ხოლო იტალიის ჩემპიონატში “ბოლონიასთან”, “ატალანტასთან” და “ტორინოსთან” გასამართი მატჩები გაუცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108678