ფეხბურთი

0:14 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" დერბი მოიგო

რურის დერბიში ემოციები დუღდა. “დორტმუნდმა” საჩემპიონო ამბიციები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სხვა საქმეა, რომ მისი კონკურენტი “ბაიერნი” ქულებს არ კარგავს. ტომას ტუხელის გუნდმა კი “შალკეს” დაძაბულ ბრძოლაში სძლია. თავიდან შინჯი კაგავამ თავისი სიმაღლის მიუხედავად თავით გაიტანა. აქ, სიხარული მასპინძლებს არ დასცალდათ და სანეს გადაცემის მერე კლაას იან ჰუნტელაარმა გაათანაბრა. ეს 33-ე წუთზე მოხდა, თუმცა ტაიმი მაინც “ბორუსიამ” მოიგო. მატიას გინტერმა საგოლე პასს გოლი დაუმატა, როდესაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შეაგება დიდებულად. მეორე ნახევრის დაწყება და პიერ ობამეიანგის გოლი ერთი იყო. გონსალო კასტროს ჩინებული პასის შემდეგ გაბონელმა ერთი შეხებით გაიტანა. ბოლოში, ერთადერთი რაც გელზენკირხენელებმა შეძლეს ჰუნტელაარის დუბლი იყო, რომელიც ჰოლანდიელმა სოკრატის პაპასტატოპულოსის შეცდომით გაიტანა. “ყვითლებისთვის” ეს მიჯრით მეოთხე გამარჯვებაა.

დღის მეორე მატჩი რურის დერბის გამო აშკარად დაიჩრდილა. ბრემენის “ვერდერმა” კი აუტსაიდერი “აუგსბურგი” მისსავე მოედანზე დაამარცხა 2:1. ამ მატჩში ანგარიში “მუსიკოსთა” ვეტერანმა პერუელმა ფორვარდმა კლაუდიო პიზარომ გახნსა, რომელიც ბუნდესლიგაში ჩატარებული თამაშების მიხედვით ლეგიონერებს შორის რეკორდსმენია.

“დორტმუნდი” – “შალკე” 3:2 (2:1)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 79 956

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; გუნდოგანი, ვეიგლი; კასტრო (ბენდერი 87), კაგავა, მხითარიანი; ობამეიანგი (რამოსი 90)

მწვრთნელი: ტუხელი

“შალკე” (4-4-2): ფარმანი; კაისარა, ნოიშტადტერი (პლატე 89), მატიპი, აოგო; დი სანტო, გორეტცკა, კოლასინაჩი (ჰოიბერგი 69), მეიერი (ჩუპო-მოტინგი 56); სანე, ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეინრეიტერი

გოლები: 1:0 კაგავა (30), 1:1 ჰუნტელაარი (33), 2:1 გინტერი (43), 3:1 ობამეიანგი (48), 3:2 ჰუნტელაარი (71)

გაფრთხილება: ობამეიანგი (48), შმელცერი (82), ვეიგლი (89) – გორეტცკა (38), კაისარა (46), დი სანტო (60), პლატე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 9 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ბრიხი

“აუგსბურგი” – “ვერდერი” 1:2 (0:0)

აუგსბურგი, WWK არენა

მაყურებელი: 28 122

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი; კორი (მორავეკი 55), ბაიერი; ბობადილია, ჯა-ჩოელი (ესვეინი 64), საიუბი; ჯი (ვერნერი 75)

მწვრთნელი: ვეინზიერლი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი (ლუკიმია 81), გარსია; ბარგფრედე; ბარტლესი, იუნუზოვიჩი, გარსია, ოზტუნალი (კროოსი 64); უჯა (პიზარო 46)

მწვრთნელი: სკრიპნიკი

გოლები: 0:1 პიზარო (58), 0:2 ბარტლესი (69), 1:2 ვერჰაეგი (90)

გაფრთხილება: კორი (3) – ს. გარსია (11), ვესტერგაარდი (77), იუნუზოვიჩი (90), ვიედვალდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 15 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: სტილერი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111882