თამაშგარე

14:50 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მომხიბვლელი ვიქტორია და რუსთა საფიქრალი

თუკი წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირთან არ გილაქუცია, რატომ შეიძლება მოგწონდეს რუსეთი? ერთადერთი ლოგიკური და ნათელი ახსნა ამ ვაგლახისა შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ რუსთა ქვეყანაში ჭეშმარიტად ლამაზი ასულნი ბუდობენ და ამის თქმა და აღიარება ჰაი ჰაი რომ აუცილებელია.

სწორედ ლამაზმანთა სიმრავლე გახდა იმის მიზეზი, რომ 2018 წელს რუსეთში გასამართი საფეხბურთო მუნდიალის ბოსები ვერა და ვერ შეთანხმდნენ თუ საბოლოოდ ვინ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის მუზა და რუსეთის სახე. ბოლო დროს ასეთ კანდიდატად ცნობილი რუსი მოდელი, ვიქტორია ლოპირევა განიხილება.

ვიქტორია თავის დროზე აწუკვე “კრასნოდარში” მობურთალი ვიქტორ სმოლოვის ცოლი იყო და არც მაშინ აკლდა სიკისკისე და სიფანცქვალე, მაგრამ ახლა მისი სილამაზე უკვე მთელმა ურუსთა მხარემ იცის და შესაძლებელია სწორედ ეს ასული გახდეს მუნდიალის მუზა და გულის ფეთქვა. რატომაც არა?!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091436