ფეხბურთი

21:03 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა რონალდინიოს შედეგი გააუმჯობესა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა “ბატესთან” მატჩში შესრულებული დუბლით “ბარსელონას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 15 გატანილი გოლი დაუგროვდა და რონალდინიოს შედეგი გააუმჯობესა.

როგორც ესპანური mundodeportivo იუწყება, რონალდინიომ “ბლაუგრანას” რიგებში ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში 35 მატჩში 14 გოლი გაუტანია, ნეიმარმა კი გაუჩოს შედეგი 26 შეხვედრაში გააუმჯობესა. “ბარსელონასთვის” ბრაზილიელთაგან ყველაზე მეტი გოლი რივალდომ (22) გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112243