ფეხბურთი

19:01 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიასა და დვალს ახალი მწვრთნელი ჰყავთ

მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერ “დუისბურგს”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები ლაშა დვალი და გიორგი ჭანტურია ირიცხებიან, ბულგარელი სპეციალისტი ილია გრუევი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ზებრებმა” ახალი მწვრთნელი დღეს წარადგინეს და წლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

აღსანიშნავია, რომ გრუევისთვის “დუისბურგი” უცხო ადგილი სულაც არაა. ის 2000-2004 წლებში გერმანულ კლუბში თამაშობდა და 80 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 2012-2013 წლების სეზონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ჯინო ლეტიერი კვირას “მიუნხენ 1860”-თან მარცხის (0:1) შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. “ზებრებს” 13 ტურში მხოლოდ 6 ქულა აქვთ მოპოვებული, ბოლო ადგილზე იმყოფებიან და მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითების უმთავრესი კანდიდატები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108828