თამაშგარე

11:46 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელა ბალოტელის ისევ შემოსწყრა

მარიო ბალოტელის ყოფილი გულისსწორი, ცნობილი მოდელი რაფაელა ფიკო ამ ბოლო დროს მარიოსთან თანაცხოვრების პერიოდს სულ თბილად იხსენიებდა და იძახდა, რომ მარიოსგან ბევრი კარგი ახსოვს. ამან ბულვარულ მედიას გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვები, რომ შესაძლებელი იყო რაფაელას მარიოსთან დაბრუნება სურდა.

თუმცა, როგორც ჩანს რაფაელას მოთმინებასაც აქვს საზღვარი და რაკი მარიოსგან საპასუხო თბილი იმპულსები არ წამოვიდა, ეს თეთრყირმიზა ქალი ადგა და გადარეულ შავტუხა მარიოზე ისეთები ილაპარაკა, ყურში რომ არ შეიშვება და ენაზე რომ არ გადაგორდება.

როგორც რაფაელა იძახის, მარიოსთანა მამაკაცები ბუნებით არიან მოღალატეები და მხოლოდ იმ ქალებთან არიან შედარებით დიდ ხანს, რომლებისგანაც რაიმე გამორჩენას ელიან. ფიკოს აზრით, მარიოს “ყვითელი” პოპულარობა სწორედ მისი დამსახურებაა და ბალოტელის მიზანიც ეს იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094487