სხვა

13:37 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსოფლიო ჩემპიონები

მსოფლიო აიკიდოს ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 22-25 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ფიშში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვახტანგ სიხარულიძემ და ივანე ბიბილაშვილმა პირველი ადგილი დაიკავეს. უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს მედლებს მხოლოდ იაპონელი, ბრიტანელი და ქართველი სპორტსმენები დაეუფლნენ.

როგორც საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ სიხარულიძემ გვიამბო, საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი წარმოადგენდა: ივანე ბიბილაშვილი, რეზო ცქიფურიშვილი, გიორგი ბეკოშვილი და თვითონ ვახტანგ სიხარულიძე. ცქიფურიშვილის და ბეკოშვილის წყვილი აშკარად ფავორიტები იყვნენ აღნიშნულ ტურნირზე, თუმცა მსაჯთა მიკერძოების გამო ისინი მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. ხოლო სიხარულიძემ და ბიბილაშვილმა დაძაბული შეხვედრების შემდეგ საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 2009 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებს მესამე ადგილი ჰქონდათ მოპოვებული, რაც წელს ოქროს მედლით შეიცვალა.

ამჟამად საქართველოს აიკიდოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც მომავალ წელს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართება და ქართველები შეეცდებიან შეინარჩუნონ შარშან მათ მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონების ტიტული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158703