ფეხბურთი

18:59 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილმა გერმანული ანგარიში გახსნა

ბრემენის “ვერდერის” სარეზერვო გუნდში გოლი გაიტანა გიორგი პაპუნაშვილმა. 20 წლის ქართველმა შემტევმა გერმანიის III ლიგის მე-15 ტურში “ჩემნიცერს” 56-ე წუთზე გაუტანა, რითაც ანგარიში “მუსიკოსების” სასარგებლოდ 3:1 გახადა. გიორგისთვის ეს გერმანიაში გატანილი სადებიუტო გოლია. მთლიანად მატჩი კი “ვერდერმა” 3:2 მოიგო. პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. ბრემენელებს 15 ქულით მე-18 ადგილი უკავიათ.

გერმანიის II ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი წააგო ლაშა დვალისა და გიორგი ჭანტურიას “დუისბურგმა”. “ზებრები” მიუნხენში, ადგილობრივ “მიუნხენ 1860”-ს ეწვივნენ და მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში გაშვებული ბურთით წააგეს (0:1). დვალი სათადარიგო იყო, ხოლო ჭანტურიამ მე-60 წუთამდე ითამაშა და მერე შეცვალეს. “დუისბურგს” 13 ტურში მხოლოდ 6 ქულა დაუგროვებია, შესაბამისად, ბოლო ადგილზეა.

ლუკას ჰუფნაგელის “ფრაიბურგი” საკუთარ კედლებში “ბრაუნშვაიგთან” მხოლოდ ფრეს დასჯერდა (2:2) და ლიდერობა “ლაიფციგს” გადაულოცა. იმედისმომცემი ქართველი შემტევი კი მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა, როცა მასპინძლები 2:1 იგებდნენ. “ფრაის” 25 ქულა აქვს და მეორეა, იგი ლიდერს ქულით ჩამორჩება.

რუსეთის თასზე შემდგარი დებიუტის შემდეგ, პრემიერლიგაში ისევ თადარიგში დარჩა გიორგი ლორია. მის გარეშე კი “კრილია სოვეტოვი” სახლში “კრასნოდართან” 0:4 განადგურდა. “კრილიას” უკვე 5 ტურია არ მოუგია, ხოლო ბოლო სამი თამაში საერთოდ წააგო და 14 ტურში მოპოვებული 15 ქულით მეცხრე ადგილზეა.

რუსეთის I დივიზიონის მე-19 ტურში “არამივრმა” გასვლაზე “ლუჩ ენერგიას” 1:0 აჯობა. სტუმართა შორის ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს ზურაბ არზიანი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს. არზიანის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ჭეჟია გამოვიდა. “არმავირს” 12 ქულა გააჩნია და ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებს.

“სკა ენერგიამ” სახლში “ტიუმენს” მინიმალური ანგარიშით მოუგო, ხოლო გამარჯვებულთა შორის 76-ე წუთამდე ითამაშა გოჩა ხოჯავამ. “სკა ენერგიას” 19 ტურში ამდენივე ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.

პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “ოლჰანენსე” 3:0 გაანადგურა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო მის გუნდს 13 ტურში 18 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157511