ფეხბურთი

13:23 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი: “ჰალკის არყოფნა ჩემთვის პლუსი იყო”

სარანსკის “მორდოვიას” ქართველმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა “ზენიტთან” ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბრაზილიელი ჰალკის არყოფნამ მას საქმე გაუიოლა.

“გუნდისთვის ერთი ქულა სტუმრად “ზენიტის” ნებისმიერ შემადგენლობასთან ნორმალური შედეგია, “მორდვოვიასთვის” კი უფრო მეტს ნიშნავს. ჰალკი მათი დიდი ძალაა, მას შეუძლია ერთი დარტყმით ყველაფერი გადაწყვიტოს. მეტოქესთვის ბრაზილიელი დანაკლისი გახლდათ და მისმა არყოფნა ჩემთვის პლუსი გახლდათ.” – ციტირებს sovsport.ru რევიშვილის სიტყვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ “ზენიტთან” მატჩში კარგი შეფასება მიიღო, მან რამდენიმე დარტყმული მოიგერია და გუნდი მარცხისგან იხსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112399