ფეხბურთი

12:49 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვარდიმ სტარიჯის და ვან ნისტელროის შედეგი გაიმეორა

“ლესტერი” თავდამსხმელი ჯემიე ვარდი “ვესტ ბრომვიჩთან” გატანილი გოლით გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის ისტორიაში ზედიზედ რვა მატჩში თავი გამოიჩინა. წინა შედეგები დანიელ სტარიჯს და რუდ ვან ნისტელროის (ორჯერ) ეკუთვნით.

მე-11 ტურში “მელიებმა” “ალბიონი” სტუმრად 3:2 დაამარცხეს. ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ თავი 77-ე წუთზე გამოიჩინა. ბომბარდირთა დავაში ვარდი 11 გოლით ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილებს ოდიო იგალო (7) და რიად მაჰრეზი (7) ინაწილებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09725